„სილქ ფაქტორი სტუდიოში“ დღეს ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნის -
„SHEROes“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართება.
ფოტოწიგნი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა, გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა.
„SHEROes“ ომის სამოქალაქო გმირების ამბავია. წიგნში გადმოცემულია იმ ქალთა ისტორიები, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს არ დატოვეს სახლები, იხსნეს არაერთი ადამიანის სიცოცხლე, დაკარგეს ახლობლები და, მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლეს. დოკუმენტური ხასიათის გამოცემაში ომის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების თხუთმეტამდე წევრიც საუბრობს. თბილისში ფოტოწიგნის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და საქართველოში ქალთა ფონდის თანამშრომლობით გაიმართება. ავტორები „SHEROes“ საზოგადობისათვის გაცნობას საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გეგმავენ.
გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება.

















