logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სტრატეგიული დოკუმენტისა და სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სტრატეგიული დოკუმენტისა და სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
16:37 07.08.2018
საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სტრატეგიული დოკუმენტისა და სახელმწიფო პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით, მოსმენა გაიმართა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ფსიქიატრებმა, დარგის ექსპერტებმა და სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე ინფორმაცია წარმოადგინეს.

„საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მნიშვნელოვან პროგრამას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა ამ პროგრამის დაფინანსების 5 მლნ. ლარით გაზრდას ერთხმად დაუჭირა მხარი, რითიც რეფორმის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატეთ. დღეს მოვისმენთ ინფორმაციას, თუ როგორ სრულდება სტრატეგიული დოკუმენტის ამოცანები და სახელმწიფო პროგრამის მიზნები, რაც საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ, თუ რა შედეგებს მივაღწიეთ და რა ღონისძიებებია კიდევ, დამატებით, გასატარებელი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის“ იმპლემენტაციის მთავარ მიმართულებებზე პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, 2018 წელს ყველა კომპონენტის დაფინანსება გაიზარდა, რამაც ახალი სერვისების დანერგვის, მობილური გუნდების გაზრდის, ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურეობის ხელშეწყობა განაპირობა. მისივე განცხადებით, სტაციონალური მომსახურებისთვის დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, 14.5%-ით გაიზარდა და აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკე გამოიყო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული მომსახურება. მინისტრის მოადგილემ თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის რაოდენობის გაზრდის ფაქტიც აღნიშნა და განაცხადა, რომ თუ 2017 წელს მხოლოდ სამი მობილური გუნდი ფუნქციონირებდა და ისიც მარტო თბილისში, 2018 წელს მათი რაოდენობა 11-მდე გაიზარდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონები მოიცვა. „ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, თუმცა გამოწვევები კვლავაც რჩება. იმედია, 2020 წლისთვის სტრატეგიით გათვალისწინებულ ყველა მიზანს მივაღწევთ“, - აღნიშნა მაია ლაგვილავამ პრეზენტაციის დასასრულს.

კომიტეტის სხდომაზე პროგრამული ზრდის დადებითი ეფექტი რუსთავის ფიზიკური ჯანმრთელობის ცენტრის მაგალითზე განიხილეს. მოხსენება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრის დირექტორმა, მანანა ელიაშვილმა წარმოადგინა. მანვე 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა და პროგრამით განსაზღვრულ მომსახურეობის სერვისებზე, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და სტაციონალური მომსახურეობის სახეებზე ინფორმაცია წარმოადგინა. ფსიქოლოგ ნანა ზავრაშვილის პრეზენტაცია კი სფეროს სამომავლო ხედვებს, არსებულ გამოწვევებს და პრობლემების იდენტიფიცირებას დაეთმო.

მოხსენებების შემდეგ კომიტეტის სხდომა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა, დარგის სპეციალისტებმა და საკითხით დაინტერესებულმა პირებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების და მისი ხელშეწყობის საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს. კომიტეტის სხდომაზე განხილული თემა აკაკი ზოიძემ შეაჯამა.
„ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ, რომელთა ნაწილი დამატებითი კონსულტაციების გამართვას საჭიროებს. პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლება და დაინტერესებული პირები ერთიანი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პაციენტებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. სხდომის დასასრულს აკაკი ზოიძემ ღონისძიებაში მონაწილე პირებს და „ღია საზოგადოება-საქართველოს“ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა