logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თიბისი ბანკის“ ინიციატივით იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება
„თიბისი ბანკის“ ინიციატივით იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება
15:37 01.08.2018
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, თავის ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ტრენინგები სექტემბერში დაიწყება და მასზე დასწრება რეგისტრაციის გავლის შემდეგ თავისუფალია.

2019 წლიდან იჯარის აღრიცხვიანობისა და მართვის ახალი სტანდარტი (ფასს 16) დაინერგება, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მოიჯარის მიერ აღრიცხვიანობის სტილს,იჯარის განმარტებასა და მსგავსი ტრანზაქციების მართვის პროცესს.

ტრენინგის თემის აქტუალობა სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა განაპირობა და თიბისის გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირებს დარგის სიახლეებს Savvy Consulting-ის მმართველი პარტნიორი, მარიამ ქოიავა გაუზიარებს.

“თიბისი პირველი კომპანიაა, რომლის ინიციატივითაც იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ღია ტრენინგი ჩატარდება. ველოდებით იმ მიზნობრივ აუდიტორიას, რომლისთვისაც აღნიშნული თემა მათი საქმიანობიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დამსწრეები სამი საათის განმავლობაში, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებენ“, - მარიამ ქოიავა.

ტრენინგზე IFRS 16-ისა და IFRS for SME იჯარის კომპონენტების განხილვასთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ახალსტანდარტებსაც შეისწავლიან.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში აუდიტორია:
• გაეცნობა ფასს 16-ის სტანდარტის ძირითად სიახლეებს
• მიმოიხილავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხება
• გაეცნობა სტანდარტის ძირითად გამონაკლისებს
• დასახავს ახალ სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმას
• გაეცნობა იმ ფინანსურ კოეფიციენტებს, რომლებიც შეიცვლება ახალი სტანდარტის ამოქმედების შედეგად
ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. რეგისტრაციის, ასევე ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbusiness.ge/ka/Trainings/IFRS-siaxleebi-ijara.

IFRS-ის ტრენინგი ბიზნესგანათლების პროგრამის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს. ბანკის ეგიდით ტარდება ტრენინგები, კონფერენციები, მასტერკლასები, B2B და აგროფორუმები და მათში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის სრულად დაფინანსებულია. ბიზნესგანათლების კომპონენტით უკვე 15 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

თიბისი ბანკის მომავალი ტრენინგების თემატიკა კონკრეტულ სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესაბამისად შეირჩევა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა