logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახეთის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კახეთის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
13:10 01.08.2018
ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, კახეთის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე, რომელიც C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, აღინიშნა, რომ ნებისმიერ გამოწვევასთან გასამკლავებლად სათანადო ინფორმაციის ფლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პრობლემებთან ეფექტურად გამკლავების თვალსაზრისით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირი. განსაკუთრებული ყურადღება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო.

პარლამენტარმა გელა სამხარაულმა, კახეთის რეგიონში, პროგრამის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობაში, შესაბამისს სტრუქტურებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით: „ვირუსული ჰეპატიტი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. დაავადება, რომელთანაც საბრძოლველად კომპლექსური მეთოდების გამოყენებაა საჭირო. აუცილებელია, ინფორმირებულობა და ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება. დაავადებულებს არ უნდა ეშინოდეთ საზოგადოებრივი აზრის. ეს დაავადების გამოვლენის პროცესის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ვირუსულ ჰეპატიტთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ყველა დაავადებული უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მკურნალობს. ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-არიან. პროგრამის ამოქმედებიდან 3 წლის თავზე, 98% -იანი განკურნების შედეგით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ უმძიმეს გამოწვევას გავუმკლავდით. სამკურნალო პროცესში 50 000-მდე ადამიანია ჩართული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლებოდა და პროექტისთვის სწორედ ამიტომ შეირჩა. ჩვენი სწორი სტრატეგიით, სულ რამდენიმე წელიწადში, მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი და 2020 წლისთვის საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა ვირუსის დაძლევის თვალსაზრისით. C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამერიკული კომპანია Gilead მედიკამენტებს საქართველოს უწყვეტად და უსასყიდლოდ მიაწვდის“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მას კოორდინირებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია უწევდა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა