სამგორის რაიონში ოთხი ახალი სკვერი ეწყობა. მათ შორის, ბოგდან ხმელნიცკის N181-ის მიმდებარედ,
სადაც სკამები და ფანჩატური დაიდგმება. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს გარდაბნის გზატკეცილსა და მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე განათების მოძები მონტაჟდება. ამ დროისთვის, სკვერის მოწყობა კუპრაძის ქუჩაზე N60-ის მიმდებარედ, დასრულებულია.
მიმდინარე და დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა დაათვალიერა.
სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 12 სკვერის მოწყობა დაასრულა, სამ სკვერში კი სამუშაოები მიმდინარეობს.

















