logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოზურგეთში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს
ოზურგეთში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს
21:42 31.07.2018
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვები მიმდინარეობს.


კანონპროექტის ძირითად მიმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს გურიაში სპორტის სფეროში ჩართული მოქალაქეები ოზურგეთში გამართულ საჯარო განხილვისას გაეცნენ. ღონისძიება კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სპორტის მიმართულებით მიდგომები შესაცვლელია და სწორედ ამას ისახავს მიზნად „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა. პროექტში ასახულია სახელმწიფოს მიდგომები სპორტის განვითარების ხელშესაწყობად. აუცილებელია შესაბამისი სპორტული გარემოს და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და შემდგომ მათზე ხელმისაწვდომობა. ეს არის ორი ძირითადი გამოწვევა, რომელთა დაძლევაც სპორტის განვითარებას უზრუნველყოფს. სპორტი არ არის ერთი კონკრეტული სახეობა, იგი ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ყველასთვის. მომავალი თაობებისთვის სპორტის მიმართულებით კარგი საკანონმდებლო ბაზა უნდა შევქმნათ და სწორედ ამას ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ოზურგეთში გამართული საჯარო განხილვის მნიშვნელობა და უშუალოდ კანონპროექტის თემატიკა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, მერაბ ჭანუყვაძემ შეაფასა.

„ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად, რომელიც სპორტის განვითარების მიმართულებებს ეხება. აღნიშნული თემა მნიშვნელოვანი საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნაკლებად ვართ ჩართული ამ პროცესებში ვიდრე ეს აუცილებელია. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ყველა თაობის და რასაკვირველია, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სპორტში და მის ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, რეგიონში კიდევ უფრო განვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის სპეციალისტები მომავალი თაობების ფიზიკურ აღზრდაში აქტიურად ჩაერთვებიან“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

ღონისძიებაზე შეკრებილი სპორტული საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება კანონპროექტის ძირითად მიმართულებებს და ახალ მიდგომებს გაეცო, რომლებიც კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები გამოთქვეს. გურიის მოსახლეობის მოსაზრებები სპორტსკოლების სამინისტროსთვის დაბრუნების საკითხებს, დაწყებით კლასებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგების ჩართულობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტის როგორც ბიზნესის მიმართ საგადასახადო შეღავათების დაწესებას და სკოლებში სპორტული შეჯიბრებების და ოლიმპიადების ჩატარებას შეეხებოდა.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს რეგიონებში გრძელდება. კანონპრექტთან დაკავშირებით მსჯელობა ხვალ ზუგდიდში გაიმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა