logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჟურნალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სამეგრელოს რეგიონში გაეცნენ
ჟურნალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სამეგრელოს რეგიონში გაეცნენ
14:05 30.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მედიატური გაიმართა. მედიასაშუალებების წარმომადგენლები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას გაეცნენ.
სამდღიანი მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა მოინახულეს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის ხელმძღვანელებისაგან ჟურნალისტებმა მოისმინეს ინფორმაცია მავნებლის მონიტორინგის შედეგების შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმში განახლებადია. ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში), დამონტაჟებულია 9 ათასამდე მონიტორინგის სისტემა. დღეს არსებული შედეგებით, მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები.
მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილობრივ თვითთმართველ ერთეულებს, მუშაობს ცხელი ხაზი.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მავნებელთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. მიმდინარე წელს, მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა, რაც შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია.
მედიატური ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მეთხილეთა ასოციაციაში შეხვედროდნენ ადგილობრივ ფერმერებს და მოესმინათ ინფორმაცია დარგში არსებულ ვითარებაზე. ფერმერებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელება წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე ეგრეთ წოდებული ანჯელის მასივის საყანე ფართობებში მიმდინარე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები.


დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 360 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 13 ათასზე მეტი ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 27 ათასზე მეტი ჰექტარი. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.
„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს. ამ სტრატეგიის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების ინფორმირებულობა. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმ სამუშაოებს, რომლებსაც სააგენტოს სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ და ენახათ მიღებული შედეგი. „სისტემური და ორგანიზებული მუშაობის შედეგია, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გვაქვს ხელშესახები შედეგი და მავნებლის პოპულაცია შემცირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს აქტიურ მონიტორინგს, შეწამვლით სამუშაოებს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა