logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წიგნის „აგრარული ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა
წიგნის „აგრარული ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა
11:19 27.07.2018
ღვინის ეროვნულ სააგენტოში წიგნის „აგრარული ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ავტორობით გამოიცა. განმარტებით ლექსიკონში 4000-ზე მეტი ახალი სიტყვა/ტერმინია მოცემული, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრდა აგრარულ დარგში. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო სასოფლო-სამეურნეო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრების და დოქტორებისათვის, ასევე ფერმერებისა და ფერმერულ მეურნეობებში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
წიგნის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილე იური ნოზაძე, უწყებაში შემავალი საგენტოების ხელმძღვანელები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ოთარ კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე, ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აგრარული დარგის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგია არ გამოცემულია 50 წელზე მეტია, ამ ხნის განმავლობაში დარგი სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერდა. კლიმატის გლობალური ცვლილებები, გლობალიზაციის პრობლემები, ევროპასთან ჰარმონიზაციის მიმართულებები ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს აგრარული მეცნიერების სხვადასხვა დარგს, გაჩნდა თანამედროვე ტერმინები, ამიტომაც დღის წესრიგში დადგა აგრარული განმარტებითი ლექსიკონის გამოცემა“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
ლექსიკონში ახალ ტერმინებთან ერთად შენარჩუნებულია ტრადიციული ქართული ტერმინებიც, რომელიც აგრარულ დარგში დამკვიდრებულია. წიგნის ავტორები ახლო მომავალში დარგების მიხედვით თემატური ლექსიკონების გამოშვებას გეგმავენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა