ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძებო კომისია
არასრულწლოვნების გამოკითხვას განაგრძობს.
დღეს კომისიის სხდომაზე სამი მოზარდი მივა.
საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა გარემოება, რომელიც საინტერესო უნდა იყოს შს სამინისტროსთვის“.
„ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი პირი გამოვკითხეთ მათ შორის არასრულწლოვანი, სრულწლოვანი, უშუალო თვითმხილველები, ამ ყველაფრის შედეგად გამოიკვეთა გარემოება, რომელიც საინტერესო უნდა იყოს შს სამინისტროსთვის“-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

















