logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერიამ რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა
დედაქალაქის მერიამ რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა
11:39 25.07.2018
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის ახალი საფარი (5000 კვ.მ.), მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარი, კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მონაწილეობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემას: როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების (კანალიზაციის) ქსელს, გამოიცვალა ჭები, ხოლო საკომუნიკაციო საჰაერო სადენები მიწისქვეშ განთავსდა.

კახა კალაძის განცხადებით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ რამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა .მისივე თქმით, ასევე, გაიმართა გარეგანათების ახალი ქსელი: 17 საყრდენი ბოძიდა 17 ლედდიოდური სანათი.

„3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. ეს არის კანალიზაცია, სანიაღვრეები, ასევე ყველა ქსელი, რაც კი გადიოდა, მათ შორის ინტერნეტი. თქვენ ხედავთ, რომ გარეგანათების ელექტროგადამცემი ხაზებიც კი მიწის ქვეშ არის განთავსებული. ძალიან ლამაზი ქუჩა გამოვიდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ტროტუარები, აქ შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის ოდნავ შემცირება, რათა ფეხით მოსიარულეებს ჰქონოდათ ტროტუარი. ასევე მთლიანად შეიცვალა გარეგანათება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ იყოს სრულყოფილი, რათა შემდგომი წლების განმავლობაში არ იჩინოს თავი კანალიზაციის, წყლის, სანიაღვრეების ან ბორდიურების პრობლემამ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენსი“ აწარმოებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციაზე 300 000 ლარამდე დაიხარჯა.

რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა