logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შალვა ოგბაიძე: ღონისძიებები, რომელსაც დედაქალაქის მერია გეგმავს, მნიშვნელოვნად გამოასწორებს თბილისში დაგროვებულ პრობლემებს
შალვა ოგბაიძე: ღონისძიებები, რომელსაც დედაქალაქის მერია გეგმავს, მნიშვნელოვნად გამოასწორებს თბილისში დაგროვებულ პრობლემებს
18:57 24.07.2018
დედაქალაქის საკრებულოს წევრი, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე ახლადშემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა, დადებითად აფასებს.

როგორც ოგბაიძემ განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დაანონსებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას, მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებასა და ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას.

ოგბაიძის თქმით, კომპლექსური ნაბიჯების ეფექტური შედეგები უახლოეს პერიოდში თვალსაჩინო იქნება დედაქალაქში მცხოვრებთათვის.

„ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა - ეს არის მთლიანი კომპლექსური ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის საცობებისგან განტვირთვას, მათ შორის ავტოპარკის განახლებას, სატოქსომოტორო სფეროს რეგულირებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ქვეითებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას, მათთვის ტროტუარების გათავისუფლებას, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირებას და სხვა. ღონისძიებები, რომელსაც დედაქალაქის მერია გეგმავს, მნიშვნელოვნად გამოასწორებს თბილისში დაგროვილ პრობლემებს. მაგალითისათვის, მოძველებული ავტოპარკის გამო, ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა კერძო მფლობელობაში არსებული ავტომობილებით მგზავრობის მსურველების რაოდენობა და მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ს ასცდა, როდესაც ეს ოდენობა არ აღემატებოდა სულ რაღაც 17- 18 პროცენტს. უმნიშვნელოვანესია, კომფორტთან ერთად ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო სწრაფად მივლენ დანიშნულების ადგილზე, თუნდაც მას ტრასპორტის შეცვლა დასჭირდეთ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ კერძოდ, 2019 წელს მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები განახლდება და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლის რაოდენობის გაზრდა, რეაბილიტაცია და ა.შ. ეს შეამცირებს ინტერვალებს“, - განაცხადა ოგბაიძემ.

როგორც ცნობილია, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წლიდანვე, სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული რეგულაციების მიზანია, მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო, რადგან წლების განმავლობაში სატოქსომოტორო სფეროზე არანაირი რეგულაცია არ ვრცელდებოდა. "აუცილებელია ამ მიმართულებით არსებული ვითარების მოწესრიგებაც, თუ ადამიანს სურს ამ სფეროში საქმიანობა, მან უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები, რათა მგზავრობა იყოს კომფორტული, უსაფრთხო, გონივრული ფასით და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე ამოქმედებულია ტექდათვალიერების მეორე ეტაპი და პროცესი გაგრძელდება გეგმიურად. იგეგმება პარკირების ახალი სისტემის შემოღება, ასევე ნაკადების ოპტიმალური მართვის მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით განხორციელდება. ეს და სხვა ყველაფერი ჯამში მოგცვემს იმაზე უკეთეს პირობებს, ვიდრე დღეს გვაქვს“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა