ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმა "ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში" ტრეინინგი გაიარეს.
ტრეინინგი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. სწავლების კურსი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობასაც მოიცავდა.
ნოტარიუსთა პალატაში აცხადებენ, რომ ტრეინინგი ნოტარიუსებსა და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლებს ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

















