logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ  ლაბორატორიაში თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა
გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა
11:27 23.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში თაფლის კვლევების ჩამონათვალი გაიზარდა. ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეისწავლეს და დანერგეს ახალი კვლევის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია თაფლის უვნებლობის მაჩვენებლების განსაზღვრა. ამჟამად, ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 77 პარამეტრია შესული. პარალელურად, ლაბორატორიაში ტარდება თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ახლად დანერგილი კვლევების ჩამონათვალში შესულია შემდეგი პარამეტრები: ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფი, ანტიბიოტიკების ჯგუფი, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, ნიტროიმიდაზოლები და სხვა. ამასთანავე, ლაბორატორია მომხმარებლებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ნიმუშის მიღებას. ის პარამეტრები, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის დანერგილი ლაბორატორიაში, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთის აკრედიტირებულ ლაბორატიორიაში, რომლის ტრანსპორტირების ორგანიზებას თავად ლაბორატორია მოახდენს და გასცემს ერთ საერთო ანალიზის პასუხს.
თაფლის გამოკვლევა უვნებლობის პარამეტრებზე ხდება მხოლოდ თბილისის ლაბორატორიაში, თუმცა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 რეგიონში განლაგებულ ლაბორატორიაში დატოვოს ნიმუში, რომლის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს ლაბორატორია და კვლევის შედეგებს რეგიონში მცხოვრებ პირებს მიაწვდის ადგილზე.
ლაბორატორიაში კვლევების ნუსხას სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება. ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა