logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სხვადასხვა კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და გრგ-ს მომზადება შესაძლოა, სერტიფიცირებას დაექვემდებაროს
სხვადასხვა კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და გრგ-ს მომზადება შესაძლოა, სერტიფიცირებას დაექვემდებაროს
14:11 18.07.2018
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მომზადება სერტიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს.


ამის შესახებ კალაძემ მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებისთვის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, რომელზე მუშაობაც მან თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„ჩვენ მიმდინარე წელს განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საკითხები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. ურბანული განვითარების სამსახური, ფაქტობრივად, ნულიდან შეიქმნა. გარდა ამისა, გავამარტივეთ არქიტექტურის სამსახურში მართვა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ეფექტიანი გავხადეთ. დღეს არქიტექტურის სამსახური გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა საჭიროა, ამ პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ამის საფუძველზე სერვისების დახვეწა. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ურბანული განვითარების მართვის პროცესის გაუმჯობესებაა, რათა გადაწყვეტილებები დროულად მიიღებოდეს და ეს გადაწყვეტილებები ხარისხიანი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მერიაში მაღალკვალიფიციური მომსახურება, ასევე, მერიის გარეთ არსებული პროცესების მართვა და განვითარება.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, არქიტექტურისა და ურბანული მართვის სფეროში ცალკეული საქმიანობები. კერძოდ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, სამშენებლო პროექტის მომზადება და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება უნდა დაექვემდებაროს სერტიფიცირებას, რათა ქალაქში განხორციელდეს მაღალკვალიფიციური არქიტექტურული მომსახურება და მივიღოთ მაღალკვალიფიციური არქიტექტურული გადაწყვეტილებები. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას საჭიროებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა და მოადგილეს, მაია ბითაძეს ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა.

თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, მერის დავალების მომენტში, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის შიდა მიმოწერაში 800-მდე ქალაქმშენებლობითი გადაწყვეტილების მოთხოვნა იყო დარეგისტრირებული.

„ურბანული განვითარების სამსახურმა, რომელიც აპრილის ბოლოს შეიქმნა, პრაქტიკულად, როგორც ახალშემოსულ, ასევე ძველ, დაგროვილ ქალაქმშენებლობით, მათ შორის, 2017 წლის გადაწყვეტებზე დაიწყო მუშაობა. სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ვიცე-მერთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა სერვისების გამარტივებისა და პროცედურების დახვეწის კუთხით. ურბანული განვითარების სამსახურის თანამშრომლების 24-საათიან მუშაობის შედეგად და აქვე მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო, 800 დაგროვილი მოთხოვნიდან, დღესდღეობით, დარჩენილია 200-მდე მოთხოვნა. მათ შორის, მოთხოვნები წითელი ხაზებისა და ფუნქციური ზონების კორექტირებასთან, გრგ-ების დავალებები, პროექტები და ე.წ. სპეცნებართვები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ის სერვისები კი, რომელზე მუშაობაც ერთობლივად მიმდინარეობს, თანამშრომლებზე დატვირთვას შეამცირებს და მომსახურებას გაამარტივებს.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის თითოეულ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა დედაქალაქის მერმაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარჩენილ 200-მდე განაცხადს დროული პასუხი უნდა გაეცეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა