logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ლისი დეველოპმენტს“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიენიჭა
„ლისი დეველოპმენტს“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიენიჭა
14:49 17.07.2018
„ლისი დეველოპმენტი“ საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანია გახდა, რომელიც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს. B+ კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი „ლისი დეველოპმენტს“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ, Scope Ratings GmbH-მა მიანიჭა. რეიტინგის მოძიების საკონსულტაციო მომსახურება „თიბისი კაპიტალმა“, თიბისი ბანკის შვილობილმა ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიამ განახორციელა.



„Scope Ratings GmbH”-მა „ლისი დეველოპმენტის“ ძლიერ მხარეებად რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. მათ შორის, კარგი საბაზრო პოზიციონირება, ძლიერი ბრენდი, მშენებლობის და გაყიდვების გამოცდილება, უძრავი ქონების მიმზიდველი ლოკაციები და ძლიერი საოპერაციო ფულადი ნაკადები.



„ლისი დეველოპმენტის“ მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება. საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მინიჭება „ლისი დეველოპმენტისთვის“ მორიგი საერთაშორისო აღიარებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კომპანია მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე“ - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა, „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა.



„მოხარული ვარ, რომ „თიბისი კაპიტალი“ აქტიურად თანამშრომლობს სექტორის წამყვან მოთამაშესთან იმისათვის, რომ კომპანია გახდეს კაპიტალის ბაზრის მონაწილე. Scope-ის მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი ამ მხრივ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ლისი დეველოპმენტის“ ფინანსური მართვის სიძლიერესა და კომპანიის საბალანსო უწყისის სიჯანსაღეს“, - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა.



„ლისი დეველოპმენტის“ პირველი პროექტი - „მწვანე ქალაქი ლისზე“ 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე მშენებლობის განხორციელებას, ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას.



„ლისი დეველოპმენტი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. კომპანიამ 2012 -2017 წლებში International Property Awards-ის 10 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, საქართველოში ზედიზედ სამჯერ გახდა Golden Brand-ის გამარჯვებული.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა