logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვის სამინისტროში კლიმატის ცვლილების სფეროში ღია მმართველობის ინიციატივის დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართა
გარემოს დაცვის სამინისტროში კლიმატის ცვლილების სფეროში ღია მმართველობის ინიციატივის დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართა
11:39 17.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების სფეროში ღია მმართველობის ინიციატივის დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შტოებს შორის კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ევროკავშირის ინიციატივის - „მერების შეთანხმება“ ხელმომწერთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. დღეისათვის, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტი აღნიშნული შეთანხების წევრია. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გამოთქვამენ კეთილ ნებას შეუერთდნენ ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებას და თავიანთი წვლილი შეიტანონ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მსოფლიო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მარკ რობინსონმა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების საკითხთან მიმართებაში სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. აღნიშნულ პროცესში დიდი როლი ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. აღსანიშნავია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც კლიმატის ცვლილების საკითხთან მიმართებაში ანგარიშვალდებულება აკისრიათ. დღეს ჩვენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში, კლიმატის ცვლილების საკითხთან მიმართებაში, შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით საქართველოს გამოცდილებას“, - განაცხადა მარკ რობინსონმა.
კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შეფასების რაციონალური სისტემის დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
კონფერენცია მსოფლიო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მასში საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა