logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ესტუმრება
თსუ-ს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ესტუმრება
09:33 17.07.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვევა. უნივერსიტეტში პრეზიდენტი დაათვალიერებს გამოფენას „საქართველო-იტალია: მეგობრობის ისტორია“.

შეხვედრაზე, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, აკადემიური წრეების და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა სიტყვით გამოვა და ისაუბრებს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლების მიმართულებით.

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს 16 ივლისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებებს კულტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგებში. ასევე დაგეგმილია იტალიის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ქ. თბილისის მერთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური უწყებები და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგებში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიები. ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა