logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო
14:25 16.07.2018
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერებინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სააგენტოს თითოეული თანამშრომლის შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია.

მაია ბითაძე რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კადრები დადგმულია და მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

„ყველა ადამიანის გასაგონად, რომელიც მანიპულირებს და შანტაჟის გზით ელაპარაკება თბილისის მერიას, მათ შორის, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, ხაზგასმით მინდა ვთქვა - ძალიან ვთხოვ, დააფასოს თითოეული ადამიანის შრომა, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში მუშაობს და კარგად დააკვირდეს იმ ღონისძიებებს, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს იმისთვის, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაიბრუნოს ის ფუნქცია, რისთვისაც ის შეიქმნა. ასევე, კარგად დააკვირდეს რეორგანიზაციის იმ აქტიურ პროცესს, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ისეთი ფაქტების აღმოფხვრაა, რომელზედაც ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა აქციებს მართავენ, თავის დროზე პრობლემა არ ჰქონიათ“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილის განმარტებით, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული სცენა დადგმულია.

„ორი კვირის წინ გარკვეული ურთიერთობები შევწყვიტეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან. რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლებული ადამიანების გაბოროტებული ქმედებების შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გამოძიება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს. ასევე, ვფიქრობ, რომ შეუტყობინებლობის მუხლზეც იყოს საუბარი, თუმცა ეს გამოძიების პრეროგატივაა. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლების კეთილსინდისიერი შრომა დააფასონ და გავავლოთ ზღვარი კეთილსინდისიერებასა და დანაშაულს შორის, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი აღნიშნული ვიდეომასალის მომზადებაში ვეტერინარის მონაწილეობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

„გუშინ ამ ყველაფრის გამოძიება დავიწყეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ მდგომარეობას იძიებს და ჩვენი მიზანია, დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდეს და დაისაჯოს. გამოვრიცხავ, რომ ეს ვეტერინარს გაეკეთებინა. ეს იმ სურათის ინსცენირება იყო, რასაც ამდენი ხანია ვებრძვით და რის წინააღმდეგაც გამოვდივართ“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი მენეჯმენტის პირობებში, სააგენტოში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, არსებული რესურსით ორნახევარჯერ გაიზარდა ოპერაციების რაოდენობა. რეორგანიზაციის ფარგლებში, ასევე, შემცირდა ბიუროკრატია და აქცენტი თავშესაფარზე გაკეთდა. გარდა ამისა, გაძლიერდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამაშველო ოპერაციები, რომელზეც მანამდე რეაგირება არ ხდებოდა.

ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მხოლოდ გაზაფხულზე ჩატარებული 102 სამაშველო ოპერაციისას, სააგენტოს თანამშრომლებმა 111 ცხოველი გადაარჩინეს. სამომავლოდ იგეგმება ვეტექიმების, ფერშლების, კინოლოგებისა და სანიტრების რაოდენობის ზრდაც. ასევე, მინიმუმამდეა შემცირებული ევთანაზიის რიცხვი.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა