საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმოკლეს ვადებში ტყის
აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ე.წ. მწვანე ეკონომიკა მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.
„მწვანე ეკონომიკის" განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მიმართულებით ჩვენ ბევრი საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომლებსაც აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ.
უნდა დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა რომელიც გამჭვირვალე პროცედურებზე იქნება დაფუძნებული. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზევე კი შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს ფუჭი საინვესტიციო დანახარჯებისგან დაიცავს.
ასევე, ტყის მდგრადი მართვის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით ვგეგმავთ ტყეების მოვლის დაცვისა და აღდგენის ეფექტური მექანიზმების დანერგვას. აუცილებელია, რომ ჩვენ აქტიური რეფორესტიზაციის, ანუ ტყის საფარის აღდგენის პროცესი დავიწყოთ, რადგან, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა სრულიად მიუღებელია. ჩვენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმოკლეს ვადებში უნდა დავიწყოთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

















