თბილისში 9 წლის ალუდა ციხიშვილს გველმა ხელზე უკბინა.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
შემთხვევა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელის მეორე შესახვევში მოხდა, როცა ბავშვი ეზოში თამაშობდა.
ექიმების თქმით, ქვეწარმავალი, სავარაუდოდ, შხამიანი არ იყო. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

















