ნინოწმინდის მერიას შემოთავაზებითა და მხარდაჭერით ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ჩატარდა
ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ,,არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ ფარგლებში, არაქართულენოვან სკოლებში მომუშავე ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ - მასწავლებლების ერთობლივი ძალებით. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლები, სიმღერები და ცეკვები. სკოლებში, სადაც მუშაობენ კონსულტანტ-მასწავლებლები შექმნილია ქართული ენის კლუბები, რომელთა მისიაა სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღეს: სოფელ განძის #1 საჯარო, სოფელ განძის #2 საჯარო, სოფელ ოროჯალარის საჯარო, სოფელ ფოკის საჯარო, სოფელ როდიონოვკის საბაზო, სოფელ პატარა გონდურის საჯარო, სოფელ მამწვარის საჯარო, სოფელ გორელოვკის საჯარო და ქ. ნინოწმინდის # 2 საჯარო სკოლებმა, ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა - ჟორა სნხჩიანმა სამახსოვრო სიგელები გადასცა მონაწილე ქართული ენის კლუბებს.

















