თიბისი გალერეაში ხვალ, 11 ივლისს ახალი საერთაშორისო სარაგბო ტურნირის, “რაგბის ზაფხულის თასი
2018”-ის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ტურნირი ივლისის ბოლოს ჩატარდება.
ტურნირის მონაწილეების, განრიგისა და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
პრესკონფერენცია 18:00 საათზე დაიწყება.

















