logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ნიუ ჯერსის ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს უმასპინძლა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ნიუ ჯერსის ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს უმასპინძლა
16:47 10.07.2018
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გიორგი ხანძთელის ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იბერიელებს". ანსამბლი, რომელიც 2013 წელს დაარსდა და რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ მოზარდებს აერთიანებს, საქართველოს პირველად ეწვია და ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში საგასტროლო პროგრამით წარსდგა. ანსამბლმა ასევე, მონაწილეობა მიიღო ფესტივალში "კავკასია 2018".

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის წევრებთან ერთად ანსამბლის ხელმძღვანელ გოჩა მაღლაკელიძეს და ანსამბლის წევრებს შეხვდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ანსამბლი მომავალ წელსაც ჩამოვა საქართველოში.

"თქვენი სტუმრობა თქვენს ისტორიულ სამშობლოში, თქვენი მშობლების სამშობლოში, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, მართლაც მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგზაურობა სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. იგი ყოველთვის იქნება თქვენთვის სამომავლოდ სტიმული იმისათვის, რომ ხშირად დაბრუნდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ - თქვენ ხართ ჩვენი ნაწილი, თქვენს გარეშე საქართველოს ფასი არა აქვს, თქვენ ხართ ის ადამიანები, ის ახალგაზრდები, რომლებზედაც საქართველოს მომავალი არის დიდად დამოკიდებული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის სიყვარული, რომელსაც გამოხატავთ თქვენს ხელოვნებაში, კიდევ უფრო მეტად დაგაკავშირებთ საქართველოსთან და შეგაძლებინებთ ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი ბევრი საქმის გაკეთებას", - მიმართა ანსამბლის წევრებს ზვიად კვაჭანტირძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა ანსამბლის ხელმძღვანელს იმ დიდი შრომისა და თავდადებისათვის, რის შედეგადაც ამერიკაში დაბადებული ქართველები მშობლიურ ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს აზიარა.

"ის რომ ეს ბავშვები ქართულად ასე კარგად მეტყველებენ, ის, რომ მათში ქართული სული და გული ცოცხლობს, მათ მშობლებთან ერთად თქვენი დიდი წვლილიცაა, რაც ნამდვილად დასაფასებელია და მსურს ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი კოლეგებისა და პარლამენტის სახელით", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ზვიად კვჭანტირაძემ, ასევე კომიტეტის წევრებმა სვეტლანა კუდბამ, ირაკლი მეზურნიშვილმა, შოთა შალელაშვილმა ანსამბლის წევრებსა და მის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. თავის მხრივ, გოჩა მაღლაკელიძემ ანსამბლის სახელით, ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობის სიგელი გადასცა.

ანსამბლის წევრებმა საქართველოს პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს. დაგეგმილია მათი სტუმრობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ანსამბლის წევრებს საქართველოს პარლამენტის სასახლეში საექსკურსიო ტური ჩაუტარდათ. შეხვდა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა