logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თიბისი ბანკის“ ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits” გაიხსნა
„თიბისი ბანკის“ ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits” გაიხსნა
10:55 10.07.2018
„თიბისი ბანკის“ ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits“ გაიხსნა. მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი, რეჟისორი გიო მგელაძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, მუსიკის კრიტიკოსი და ჟურნალისტი კახა თოლორდავა, მხატვარი იური ბერიშვილი, გამომცემელი და კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია, მწერალი არჩილ ქიქოძე - გამოფენა საზოგადოებისათვის ამ და სხვა კარგად თუ ნაკლებად ცნობილი 28 ადამიანის შავ-თეთრ პორტრეტს აერთიანებს.

ფოტოგრაფის თხოვნით ფოტოგმირებმა საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ თავიანთი დამოკიდებულება, ფიქრები და განწყობა რამდენიმე ფრაზით გადმოსცეს, რომლებიც ლევან ხერხეულიძემ ნამუშევრებს თან დაურთო.

სანამ ფოტოსერია “Spirits” საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებდა, მანამდე ლევან ხერხეულიძემ 11 წლის განმავლობაში შექმნილი პორტრეტები ამავე სახელწოდების ფოტოწიგნად გააერთიანა. ფოტოგრაფისთვის წიგნისა და გამოფენის მიზანი პორტრეტებზე აღბეჭდილი ადამიანების სულისა და განწყობის გადმოცემა იყო.

„ამ სერიას „Spirits” დავარქვი, ამ სიტყვის ქართული შესატყვისიდან მის არსს ყველაზე უკეთ ალბათ „სულიერი განწყობილება“ გადმოსცემს. ვეთანხმები ფოტოგრაფ ედვარდ შტაიხენს, რომელმაც თქვა, „ფოტოგრაფიის ამოცანაა, ადამიანს ადამიანი აუხსნას და ყოველ ადამიანს - თავისივე თავიო.“ მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება; უფრო ზუსტად ის, რაც მხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში. ამაში შავ-თეთრი გამოსახულება ძალიან მეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ვიღებ. ვფიქრობ, რაც მეტია ადამიანისა და გარემოს თანხვედრა, მით სრულყოფილია შედეგი. არსებობს მესამე კომპონენტიც - ჩემი განწყობა გადაღების მომენტში. მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში.“ - ლევან ხერხეულიძე.

ფოტოგამოფენა “Spirits” ქუთაისში 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, 18 აგვისტოდან კი ბათუმში გადაინაცვლებს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა