თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, „ლილო სითი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ წყალსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყალი 11:00-დან 23:00 საათამდე ლილოს, ლოჭინის და „საქნავთის“ დასახლებებს, სოფლებს - დიდ ლილოს და გამარჯვებას შეუწყდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი ვაზიანის სამხედრო ნაწილს და ლუდსახარშ „კასტელი-საქართველოს“ არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

















