logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილეებს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილეებს შეხვდა
16:09 06.07.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, 2018 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.


მინისტრმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ასპარეზობების წინ საჭირო რჩევები მისცა და წარმატებები უსურვა:

„თქვენი სწავლა და მონდომება არა მხოლოდ თქვენი პირადი წინსვლისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ უდიდესი საზოგადოებრივი ღირებულება აქვს. სწრაფად ცვალებად და განვითარებად სამყაროში მეცნიერების ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იქნება ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობის გამოწვევებს, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. თქვენი მიღწევები ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციას მოემსახურება, და ამავდროულად, მისაბაძი მაგალითი გახდება არაერთი თქვენი თანატოლისა თუ უმცროსი მეგობრებისათვის. მინდა იცოდეთ, რომ ამ დღეებში ჩემი ყურადღება თქვენკენ იქნება მომართული. წარმატებებსა და სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნებას გისურვებთ“- განაცხადა ჩხენკელმა.


საქართველო 2018 წლის საერთაშორისო სასწავლოს ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში (მათემატიკა IMO, ფიზიკა IPHO, ინფორმატიკა IOI, ბიოლოგია IBO და ქიმია IChO) წარადგენს.

მათემატიკის შვიდწევრიანი გუნდი 7-14 ივლისს, მათემატიკის 59-ე (IMO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე რუმინეთში, ქალაქ კლუჟ ნაპოკაში მიემგზავრება; ბიოლოგიის ნაკრები 4 მოსწავლით არის დაკომპლექტებული და 15-22 ივლისს ბიოლოგიის 29-ე (IBO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე ირანში, ქ. თეირანში იასპარეზებს; ქიმიის ნაკრების ოთხი წევრი 19-29 ივლისს ქიმიის 50-ე (IChO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება, რომელიც ჩეხეთსა და სლოვაკეთში, კერძოდ, პრაღასა და ბრატისლავაში გაიმართება; ინფორმატიკის ოთხკაციანი გუნდი 1-8 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ცუკუბა იბარაკიში იასპარეზებს ინფორმატიკის 30-ე (IOI) საერთაშორისო ოლიმპიადაზე; და ბოლოს, ფიზიკის ნაკრები გუნდი, 21-29 ივლისს, ფიზიკის 49-ე (IPhO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება, რომელიც პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში იმართება.
ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა