logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბოტანიკური ბაღი პროექტ „ეკომონადირეს“ იწყებს
ბოტანიკური ბაღი პროექტ „ეკომონადირეს“ იწყებს
11:25 06.07.2018
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ახალ პროექტს - „ეკომონადირეს” იწყებს, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მიერ ქალაქ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას ონლაინ პლატფორმის - iNaturalist საშუალებით.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც კონკურსის სახე ექნება, მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოცხადდება „ფეისბუქის“ და iNaturalist პლატფორმის საშუალებით.

iNaturalist ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა ბუნების მოყვარულთათვის, რომლის საშუალებითაც ადამიანები სწავლობენ გარემომცველ ბიომრავალფეროვნებას და ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას უზიარებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმას რამდენიმე ასეულობით ათასი მომხმარებელი ყავს, საქართველოს მოქალაქეები iNaturalist-ში მცენარეთა აღწერას პირველად შეუერთდებიან ასეთი ორგანიზებული ფორმით. დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობით დიდძალი ინფორმაციის შეგროვებას შევძლებთ. ამ ეტაპზე პროექტი მოიცავს მხოლოდ თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა მრავალფეროვნებას, თუმცა სამომავლოდ მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება. პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობის გააზრებას. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას შეეძლება წვლილი შეიტანონ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესწავლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტმა მიიღო კონკურსის სახე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გვექნება აქტიური მონაწილეების გარკვეული პრიზებით წახალისების შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

პროექტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა, სადაც ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა საკონკურსო პირობებსა და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს.

პროექტი 7 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება და 4 თვე გასტანს. მონაწილეობის მსურველები დეტალურ ინფორმაციასგაეცნობიან ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.nbgg.ge/.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა