გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი,
სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელოზემო-სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
საველე კვლევების შედეგად სპეციალისტები განმარტავენ, რომ მყინვარის ინტენსიურ დნობას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი, რამაც გამოიწვია მდინარე ნენსკრას აუზში წყლის დონის მკვეთრი მატება, რის შედეგადაც ადგილი ჰქონდანაპირების გარეცხვას, ხეობაში არსებულ ფერდობებზე მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურებას და ღვარცოფულ მოვლენებს.
„მდინარის დონემ გუშინდელთან შედარებით მკვეთრად დაიწია. სპეციალისტები პროცესების გაუარესებას აღარ პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით დღის მეორე ნახევარში რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, თუმცა არა ისეთი როგორიც იყო გუშინ. გამომდინარე აქედან, ასეთი მასშტაბების პროცესებს აღარ ველოდებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე აგრძელებს საველე კვლევებს.

















