დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენეგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 13:00 საათამდე აეროპორტის დასახლების და დავითაშვილის ქუჩას, ხოლო 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 15:00 საათამდე გურჯაანის, მარტყოფის, ჩუბინიძის, ირბახის, რუისის, ფერისცვალების, ჩეხოვის, მეტეხის და მიმდებარე ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივანს, აღმაშენებლის ხეივნის 12 კილომეტრს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლებას, დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთებს, სოფელ ზურგოვანს და დემეტრე თავდადებულის ქუჩის ნაწილს შეეზღუდება.
10-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და მიმდებარე ქუჩებს, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებს, მუხიანის IVბ მიკრორაიონს არ მიეწოდება.
შუქი 10-დან 17:00 საათამდე ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, წინანდლის, კასპის და მიმდებარე ქუჩებს, გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩებს, თბილისის ზღვის, თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელეტქროენერგიის მიწოდება 10-დან 18:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის ნაწილს, თემქის III მიკრორაიონის I კვარტლის, რომელაშვილის, არალეთის, ზვარეთის, კვერნაულის, იფნევის, ედისის და მიმდებარე ქუჩებს, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, ნავთლუღის დასახლების, მეველის, გუდარეხის ქუჩას შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, სამგორის და მიმდებარე ქუჩებს, მახათას მთის, მახათას და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, წერეთლის გამზირის ნაწილს, აღმაშენებლის ხეივნის 9 კილომეტრის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
11-დან 12:00 საათამდე შუქი წერეთლის გამზირის ნაწილს, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 11-დან 17:00 საათამდე ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ხომლელის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
შუქი 11-დან 18:00 საათამდე ვარკეთილის III, IV მიკრორაიონის, ლილოს დასახლების, ვარკეთილის მასივის 10 კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩებს, კოსტავას ქუჩის ნაწილს არ მიეწოდება.

















