„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული
განვითარების პროექტი“, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, აგრძელებს საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემიის კურსს. ამჯერად დირექტორები ლიდერობის აკადემია 3-ის ორ მოდულს - ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ და ,,ლიდერობა და ჯგუფის დინამიკა“ გაივლიან, რითაც დასრულდება საჯარო სკოლის დირექტორების სამწლიანი გადამზადების კურსი.
ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
1872 საჯარო სკოლის დირექტორი, პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი და საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები ლიდერობის აკადემია 3-ს გაივლიან, რომელიც ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდება (სულ 40 საათი).
ტრენინგმოდულის ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ ზოგადი მიზანია მონაწილეებს ვასწავლოთ საკლასო შეფასების დაგეგმვის და მისი განხორციელების მექანიზმები, რომელიც მოცემულია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (2018-2024 წწ.).

















