logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებისა და სტუდენტების რეგულარულ ვიზიტებს მუზეუმებში
მარიამ ჯაში: ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებისა და სტუდენტების რეგულარულ ვიზიტებს მუზეუმებში
19:17 03.07.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს ICOM-ის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, სუეი აქსოისა და ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორს, ბიორნ სტენვერსს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან.

„ვისაუბრეთ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 18 მუზეუმს მოიცავს. ყურადღება გამახვილდა მთავარ ასპექტზე - მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა უფრო თანამედროვე და ინოვაციებზე დაფუძნებული გახდეს მუზეუმები საქართველოში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მარიამ ჯაში მოხარულია,. რომ საქართველო საერთაშორისო ფორუმებისა და სემინარების მასპინძლობით ერთგვარი ცენტრი ხდება მუზეუმების საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

„ჩვენს კოლეგებთან ერთად მომავალში განვიხილავთ საპარლამენტო ინიციატივას, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნების პარლამენტებსა და ეროვნულ ასამბლეებში იქნება მნიშვნელოვანი მუზეუმების მხარდაჭერის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. განსაკუთრებით აქტუალურად წარიმართა ის დისკუსია, რომელიც კულტურისა და განათლების სისტემების ინტეგრაციას უკავშირდება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებისა და სტუდენტების რეგულარულ ვიზიტებს მუზეუმებში, ასევე, იმ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მიმართულებებს, რომელიც ვირტუალურ მუზეუმებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ საუნჯეებს უკავშირდება“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუზეუმების განვითარების თვალსაზრისით სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

„ამ კუთხით ჩვენ გვექნება გარკვეული ცვლილებები საკანონმდებლო რეგულაციებში. თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანი ხდება კერძო სექტორის როლი მუზეუმების პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება ჩვენი კომიტეტის მუშაობა ქველმოქმედების - ფილანტროპიის კანონზე, რათა ბიზნესს რეალურად გაუჩნდეს სტიმული, მოახდინოს ინვესტირება განათლების, კულტურის და სხვა სოციალურ სფეროებში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა