„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი კახეთში სტიქიით დაზარალებულ ოჯახების მოინახულებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, თარგამაძემ და ახვლედიანმა ხარაგაულის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრები შეწყვიტეს და სტიქიით დაზარალებული ოჯახების მოსანახულებლად კახეთში გაემგზავრნენ.
„ვწუხვარ სტიქიით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის გამო. მთელი ჩვენი ძალები ამჟამად კახეთშია მობილიზებული, ჩვენ ვწყვეტთ დაგეგმილ შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში და პირდაპირ კახეთში მივემგზავრებით, რათა ადგილზე შევისწავლოთ მდგომარეობა და დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ ოჯახებს“ - განაცხადა თარგამაძემ.
დღესვე, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ კახეთის რეგიონში რვა მობილური ჯგუფი შექმნეს, რომლებიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბთან ითანამშრომლებს და დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ოთხი მობილური ჯგუფი განლაგებულია თელავში, ორი ლაგოდეხში და ორიც გურჯაანში.

















