logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ლევან დავითაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
18:25 02.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ახორციელებს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში აგროსასურსათო სექტორის გასაძლიერებლად.
„საქართველო ევროკავშირისგან, „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. ასევე წარმატებით ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD). დარგის განვითარების მიმართულებით, ქვეყნის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ცოდნის გაზიარებისა და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა.
პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საერთაშორისო ბაზრებზე, უპირატესად ევროკავშირის ბაზარზე, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტის განხორციელება აგროგადამმუშავებელი სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების მოკვლევით დაიწყო. კვლევის აღნიშნული ეტაპი ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA) თანამშრომლობით ჩატარდა. გამოიკვეთა ევროკავშირის მიმართულებით სამი ყველაზე მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ჯგუფი: თხილი, ხილის წვენი და ჩაი.
მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხული კომპანიების 49% უკვე ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე, ხოლო კომპანიების 37%-მა ამ მიმართულებით მზაობა დააფიქსირა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პროექტის ბენეფიციარები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა