logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 დასრულდა
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 დასრულდა
18:11 02.07.2018
სპორტკომპლექსში "ახალი თბილისი"და ვერის საკალათბურთო დარბაზში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც გოგონებსა და ვაჟებში ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაგიდის ჩოგბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. არაგვის საჯარო სკოლისა და აბაშის N 1 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება სოფელ არაგვის საჯარო სკოლას ხვდა წილად, ანგარიშით 63:5.
რაც შეეხება გოგონათა ფინალს, აქ ერთმანეთს თბილისის N 161 საჯარო სკოლისა და რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 63:14 დასრულდა.
ბადმინტონის ფინალში, როგორც გოგონებში ისე ვაჟებში, ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის N 98 და ქუთაისის N 21 საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ.
ორივე შემთხვევაში გამარჯვება თბილისის N 98 საჯარო სკოლას ხვდა წილად.
ვაჟთა ფინალი ანგარიშით 63 : 53, ხოლო გოგონათა ფინალი - ანგარიშით 63 : 7 დასრულდა.
ფინალური თამაშები შედგა 3x3 კალათბურთში. ვაჟთა ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის N 147 და ჩხენკელის სახელობის ხონის N 2 საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ანგარიშით 8 : 5
გოგონათა ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის N 100 და აბაშის N2 საჯარო სკოლის გუნდები. თბილისის N 100 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა, ანგარიშით 9 : 7
ხელბურთის ვაჟთა ფინალი შედგა ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 და ფოთის N2 საჯარო სკოლების გუნდებს შორის. გამარჯვება ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ანგარიშით 14 :12
გოგონათა ფინალში ერთმანეთს ყვარლის N 2 და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N 2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფოთის N 2 საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 18 : 7 დასრულდა.
ფრენბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ. გაიმარჯვა სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლამ ანგარიშით 2 : 1
ფინალური გარბენი შედგა გეზრბენში.
ვაჟების გარბენში ერთმანეთს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა და ქუთაისის გენერალ კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეეჯიბრნენ. ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გავიდა.
გოგონებს შორის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშისა და ვანის N 2 საჯარო სკოლის გუნდები. გოგონათა დაპირისპირება სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მინიფეხბურთის ფინალი შედგა ახალციხის N 5 და ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს შორის. დაპირისპირება ოზურგეთის სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 3 : 2 დასრულდა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე ვაჟები და გოგონები:
ბადმინტონში:
ქ. თბილისის N 98 საჯარო სკოლა, ანა ტყებუჩავა
ქ. თბილისის N 98 საჯარო სკოლა, პავლიკ პილტოიანი
კალათბურთში:
ქ. თბილისის N 100 საჯარო სკოლა, ეკა წივწივაძე
აკაკი ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N 2 საჯარო სკოლა, საბა ჯიშკარიანი
ხელბურთში:
ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N 2 საჯარო სკოლა, ლანა გოგია
ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N 2 საჯარო სკოლა, დავით ფანცულია
მაგიდის ჩოგბურთში:
რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, თამარ რიჟვაძე
ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლა, გიორგი ლიპარტია
ფრენბურთში:
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუის საჯარო სკოლა, ზურაბ ბოკერია
გეზრბენში:
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლა, ქეთი გვარამაძე
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა, იბრაჰიმ ლანიშაშვილი
მინი ფეხბურთში:
ნოდარ დუმბაძის სახ. ქ. ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლა, ნოდარ ლომინაძე
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის საუკეთესო მოთამაშეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 2002-2003-2004 წლებში დაბადებულმა 156 მოსწავლემ (გოგონებმა, ვაჟებმა) მთელი საქართველოდან.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სკოლები ავტომატურად გახდნენ 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა