logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე კონფერენციას - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დაესწრო
ნინო ჯავახაძე კონფერენციას - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დაესწრო
15:05 02.07.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე კონფერენციას - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დაესწრო.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შსს-ს მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ნინო ჯავახაძის თქმით, სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ორგანო, არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების აღსრულებას ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, რათა სანქციების დაკისრება განხორციელდეს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით.
კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები შეაფასეს.

ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ამ მიმართულებით თავისი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

პრესსამსახურის ცნობითვე, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ძალაში კომერციული თუ საჯარო იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შევიდა. 1-ლი ოქტომბრიდან დიდი მოცულობის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა