logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა
მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა
11:03 02.07.2018
ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები მოინახულა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახლო მომავალში განახორციელებს.

მიხეილ ჩხენკელი ხუთ საგამოცდო ცენტრში - თბილისის 175-ე, 173-ე, 39-ე, 177-ე და 103-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. მან ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მხრიდან ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები მშვიდ და კომფორტულ ვითარებაში ჩატარდეს.

13 წლის შემდეგ პირველად სამინისტრომ კონდიცირების საკითხი გადაჭრა. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საგამოცდო ცენტრებში არსებული ელექტროსისტემა კონდიცირების დატვირთვას ვერ უძლებს. ამიტომ, გარკვეულ სკოლებში სპეციალური კაბელის შეყვანა გარედან გახდა საჭირო. სკოლებში, სადაც ელექტროქსელები გამოსაცვლელია, მომავალი წლისთვის გამოიცვლება.

მინისტრის თქმითვე, რიგი სკოლების კონდიცირებით აღჭურვა უკვე დასრულებულია. კვირის ბოლომდე კონდიციონერი ყველა ცენტრში იქნება. ამ ეტაპზე, ზოგიერთ სკოლაში სპლიტ კონდიციონერები, ზოგან შერეული, ე.წ. მობილური კონდიციონერები დამონტაჟდა, ზოგიერთი სკოლა კი ვენტილატორებით აღიჭურვა.

სწორედ მაღალი ტემპერატურის გამო შეიცვალა საგამოცდო გრაფიკი - ეროვნული გამოცდები 2-დან 5 ივლისის ჩათვლით მხოლოდ დილის ცვლაში, შედარებით გრილ პერიოდში ჩატარდება. ცივი წყლის დისპენსერები კი ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება.

მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ გადასახედია ეროვნული გამოცდების ჩატარების პერიოდი. მისი თქმით, ივლისის ნაცვლად, როდესაც ძალიან ცხელა და ვადებიც შემჭიდროვებულია, გამოცდების გადატანა შესაძლებელია გაზაფხულზე. არსებობს სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, უცხოეთის ბევრს ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ასეთი ტიპის გამოცდები სემესტრის განმავლობაში ტარდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა