logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა იმ ცვლილების განსახორციელებლად, რომელიც უკავშირდება მუზეუმების მართვის სისტემის გაუმჯობესებას
მარიამ ჯაში: მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა იმ ცვლილების განსახორციელებლად, რომელიც უკავშირდება მუზეუმების მართვის სისტემის გაუმჯობესებას
11:30 02.07.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საერთაშორისო ფორუმი, "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" გახსნა. ფორუმი "კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"-ის ფარგლებში ხორციელდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს მოხდეს 21-ე საუკუნეში მუზეუმის როლის გაცნობიერება და გაანალიზება საზოგადოების განვითარების საკითხებში.

ფორუმმა ფართო საზოგადოებას თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მათი სოციალური ფუნქციის განვითარებისა და გამოწვევების საკითხებში მსოფლიო გამოცდილება გააცნო.

„დღევანდელი ფორუმის მნიშვნელობა რამდენიმე მიზეზით არის განსაკუთრებული, პირველი ეს გახლავთ ის, გავაზიაროთ ICOM-ის და მისი ნაციონალური კომიტეტების გამოცდილება მუზეუმების მართვის, განსახორციელებელი რეფორმებისა და ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით. ასევე, საინტერესოა საქართველოსთვის მუზეუმების დაფინანსების კუთხით თანამედროვე გამოცდილების გაზიარება. დღევანდელი შეხვედრა და მის ფარგლებში დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრები იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს მუზეუმებში დაცული საუნჯეების, ასევე საქართველოს სამუზეუმო სისტემის ინტეგრაციისთვის, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა თბილისის მასშტაბით მოქმედი მუზეუმების წარმომადგენლებთან და გამოიკვეთა, რომ დაგროვილია მთელი რიგი საკითხები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე რეგულაციების გადახედვას მოითხოვს. მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი კომიტეტის თანადგომა ყველა იმ მნიშვნელოვანი ცვლილების განსახორციელებლად, რომელიც უკავშირდება საქართველოში მუზეუმების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების რატიფიცირებისა თუ იმპლემენტაციის მონიტორინგის თვალსაზრისით გადასადგმელ ნაბიჯებს, “ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM(მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი, კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა