შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით,
ყველაფერი გაკეთდა, რათა აბიტურიენტები გამოცდის მიმდინარეობის დროს არაფერმა შეაწუხოს.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით მოხდა განრიგის ცვლილება, რომლის თაობაზეც ყველა აბიტურიენტის ინფორმირება მოხდა.
„ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა, რომ არამხოლოდ სიცხეს, არასასურველ გარემოსაც კი არ შეეწუხებინა აბიტურიენტი, ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით და მე სხვა გამოსავალი არ მქონდა პირდაპირ გეტყვით.
ხდება აბიტურიენტების ინფორმირება, ყველა შესაძლო საშუალება გამოვიყენეთ“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

















