ევროპის სააეარნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციამ (Eurocontrol) 2017 წლის შეფერხებული ფრენების კვლევის და
მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, „ევროკონტროლის“ წევრ ქვეყნებში, გასული წლის მონაცემებით ფრენების შეყოვნების საერთო ჯამმა, თითო შესრულებულ ფრენაზე 16.89 წუთს მიაღწია. ასევე, გასული ერთი წლის მონაცემებით, ფრენების შეყოვნებამ თითო ფრენაზე წარმოადგინა 0.6 წუთი.
აღსანიშნავია, რომ „ევროკონტროლის“ კვლევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში და საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში,„საქაერონავიგაციის“ მიზეზით შეფერხებული ფრენების მაჩვენებელი 0 %-ია.
„შეფერხებული ფრენების მონიტორინგი და ანალიზი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროპაში ფრენების უპრეცედენტო ზრდის ტენდენციის პირობებში, რადგან საჰაერო ნაკადების ზრდა პირდაპირ კავშირშია შეფერხებული ფრენების რაოდენობის ზრდასთან.
ფრენების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს საქართველოშიც. ამ გამოწვევის საპასუხოდ შპს „საქაერონავიგაციამ“ არაერთი უმნიშნველოვანესი პროექტი განახორციელა საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო, თანმიმდევრული და დროული მართვის უზრუნველსაყოფად.
“ფრენების შეფერხების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის დადგენა. „ევროკონტროლის“ექსპერტების დახმარებით, ჩვენ შევისწავლეთ არსებული ნაკადები, რის საფუძველზეც მოხდა გამტარუნარიანობის დადგენა, მისი ზრდის შესაძლებლობების მოძიებადა განხორციელება. საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის და საჰაერო ტრასებზე ფრენების შეფერხების შემცირების მიზნით, 2016 წელს შპს „საქაერონავიგციამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტების დანერგვასთან დაკავშირებით. „საქაერონავიგაციის“საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის სპეციალისტების და ევროკონტროლის ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა თავისუფალი მარშრუტებისდანერგვის საპროექტო ვარიანტი, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, მათივე მხარდაჭერით ამოქმედდა”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

















