გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ
ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა. მეზობლის ინფორმაციით, სახლში ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, 2 წლის გოგონას ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოყვანა კი დროულად ვერ შეძლეს.
" სახლიდან ხმაურზე გამოვედი და ეს ამბავი დამხვდა. თავდაპირველად ადგილზე მობილიზებული იყო გურჯაანის სახანძრო მანქანა, შემდეგ კი თელავისა და ყვარლის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებიც დაემატა, მაგრამ იმდენად ძლიერი ცეცხლი იყო, რომ დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ბიჭის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ გოგონა მოგვიანებით კართან უკვე გარდაცვლილი იპოვეს"-განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.

















