logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობენ
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობენ
10:03 28.06.2018
დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელი სარა ებოტი ღვინის პროფესიონალების ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანიასთან ,,სვირლ ვაინ გრუფ“ („Swirl Wine Group“) 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.

ტურის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები - სომელიეები, რესტორატორები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები, ესტუმრნენ შემდეგ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს: „ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ბაბანეურის მარანი“ და „ლაგვინარი“, სადაც მათ დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

სარა ებოტის ინფორმაციით, ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი მზარდია.
“ჩვენს სტუმრებს სურთ გაიცნონ ქართული ღვინის მრავალფეროვნება. ჩვენ მოვინახულეთ შედარებით მცირე მეწარმეები, რომლებიც ქვევრის ღვინოს ამზადებენ, ასევე ვხვდებით შედარებით მსხვილ მეწარმეებს, სადაც უფრო მეტი სახეობის ღვინო მზადდება. ჩვენ შევხვდით მეღვინეებს და ღვინის ქარხნების მფლობელებს, რომლებმაც უამრავი ინფორმაცია გაგვიზიარეს და დაგვაგემოვნებინეს არაჩვეულებრივი ღვინოები. მივიღეთ ქართული სტუმართმოყვარეობის გამოცდილება, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს” - აღნიშნა სარა ებოტმა.

კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ მთავარი მეღვინის, თემურ გონჯიშვილის თქმით, სტუმრებზე, სხვა ღვინოებთან ერთად, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინოებმა მოახდინა.

„სტუმრებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს ქართული ღვინის მიმართ - სვამდნენ ძალიან სპეციფიკურ შეკითხვებს, ქართული ღვინის შესახებ ყველაფერი აინტერსებდათ. მათში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ქვევრის ღვინოებმა. ჩვენი სურვილია, რომ ყოველთვის, როდესაც ქართულ ღვინოზე ვისაუბრებთ, ის ყოველთვის ასოცირდებოდეს ხარისხთან. ჩვენი საქმიანობის მიმართულებაც სწორედ ხარისხის უზურნვეყოფაა, რაც დღევანდელმა დღემაც დაადასტურა“ - აღნიშნა თემურ გონჯილაშვილმა.

ტურის დასასრულს ბრიტანელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობას ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნებას და დააგემოვნეს იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 45,2 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 109%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მეჩვენებელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა