logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ დანელია: პრემიერ-მინისტრის დიდი ინტერესი აზიური ფაროსანას პრობლემისადმი დასაფასებელია
ოთარ დანელია: პრემიერ-მინისტრის დიდი ინტერესი აზიური ფაროსანას პრობლემისადმი დასაფასებელია
18:47 27.06.2018
„დასაფასებელია პრემიერ-მინისტრის დიდი ინტერესი აზიური ფაროსანას პრობლემისადმი“,- ამის შესახებ განცხადება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.



როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას ბრძოლის წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა.



„სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ადგილზე ეცნობა დღეს არსებულ მდგომარეობას. მისი დამოკიდებულება ამ მწვავე საკითხისადმი დასაფასებელია“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.



როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა.



„მესამე ეტაპი დაიწყება ივლისში. მეორე ეტაპის 90 % პრაქტიკულად დასრულებულია და ეფექტურობა 90 %-ზე მეტია. ივლისის შუა რიცხვებიდან ჩვენ შეგვიძლია წინასწარი მონაცემები ვთქვათ როგორი იქნება მოსავალი, მაგრამ ნამდვილად საიმედო მდგომარეობაა“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.



მისივე თქმით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათასი ჰექტარი ფართობი. ხოლო ცივი შესხურების ტექნოლოგიებით - 8 500 ჰექტარზე მეტი. ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე სადგური.



„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს ვინც ჩართულია ამ პროცესში, ადგილობრივ მოსახლეობას, მათი ჩართულობისთვის მათი უფრო მეტი პროაქტიურობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება და სეზონის დასრულებამდე ჩვენ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ სურათს, იმისთვის რომ მოსავლის ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ის რთული პერიოდი, რომელიც ჩვენ შარშან ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც სერიოზული შემოსავალი დააკლდათ ოჯახებს აღარ განმეორდეს“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა