logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის
კახა კალაძე: ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის
11:32 27.06.2018
დედაქალაქის მერია ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების გეგმის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თვეებისა და წლების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და მუნიციპალიტეტს მის მოსაგვარებლად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს.

„მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად, ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება დაავალა.

მისი თქმით, 1-ლი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის გადაიდგმება.

„მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ყველა იმ ავტომანქანის ტექდათვალიერება, რომელიც ამ წესს ექვემდებარება და რომელიცვერ გაივლის ტექდათვალიერებას, ამოღებული იყოს ხმარებიდან. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, მე ამაზე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივები. ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, დედაქალაქში გაუმართავი ავტომანქანებით მოძრაობა იქნება გამორიცხული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა