logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გამკლავება გაერთიანებული ძალისხმევითაა შესაძლებელი
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გამკლავება გაერთიანებული ძალისხმევითაა შესაძლებელი
10:24 24.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა დაათვალიერა და ჟურნალის „ველური ბუნება“ ახალი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო.

„გარემოს დაცვის მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ძალისხმევის გაერთიანებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ისეთი მრავალფეროვანი თემატიკის ჟურნალი, როგორიცაა „ველური ბუნება“.საქართველოს ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანებმა, ამ ჟურნალის სახით, სახელმწიფოსთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან ერთად შექმნეს სივრცე, სადაც ერთობლივი ძალებით, ბუნების მდგრადი გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობებს გაეცნობა მკითხველი. მინდა, მოგილოცოთ შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი საქმისთვის და წარმატებები გისურვოთ. გვიგულეთ თქვენს გვერდით", - განაცხადა პრეზენტაციაზე ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკის დინამიური განვითრების პარალელურად, უმთავრესი გამოწვევა გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფაა, რაც სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობით და ევრორეგულაციებით უნდა შევძლოთ.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ჟურნალის მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გარემოსდაცვის, ეკოლოგიური საკითხებისა და ბუნებრივირესურსების შესახებ გაეცნოს საინტერესო ინფორმაციას; ასევე, აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს, სოფლის მეურნეობაში, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ გამოწვევებს.
ჟურნალის„ველურიბუნება“კონცეფცია და ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციის სტუმრებს მთავარმა რედაქტორმა, გოჩა კობერიძემ გააცნო.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა