უშბაზე დაკარგული უკრაინელი ალპინისტების ძებნა 15 კაციანმა სამაშველო ჯგუფმა დღეს დილით განაახლა.
ოთხი დაკარგული ალპინისტიდან მაშველებმა გუშინ ორი ცოცხალი იპოვეს. დანარჩენი ორის ძებნა კი გრძელდება.
უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვებისას მოხდა. ერთ-ერთი მთამსვლელი აცხადებს, რომ 3 600 მეტრის სიმაღლეზე საშა ტარანიკს და დიმა ვოლოშინს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და სიმაღლიდან გადავარდნენ.
უშბის დასალაშქრად 4 უკრაინელი ალპინისტი 13 ივლისს გაემგზავრა.

















