logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძემ სტუდენტებთან ქალთა უფლებებისა და მათი პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა
სოფო კილაძემ სტუდენტებთან ქალთა უფლებებისა და მათი პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა
15:34 23.06.2018
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია „ქალთა უფლებები და პოლიტიკური გაძლიერება - მიზეზები, შედეგები და გამოსავალი“ გაიმართა.


შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ ქალთა უფლებებისა და მათი პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე, ასევე, საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ქალის და დედის კულტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს კულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ქალის მნიშვნელობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ხშირად ვხვდებით ფაქტებს, როდესაც ოჯახებში გოგონებს დაბრკოლება ექმნებათ ისწავლონ, განვითარდნენ და წარმატებული ქალები იყონ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძის განცხადებითვე, ქალები ქვეყანაში დოვლათის ნახევარზე მეტს ქმნიან.
„სამწუხაროდ, პოლიტიკაში თანამდებობებზე იგივე პროპორციით ვერ ვხედავთ ქალებს, რა პროპორციითაც მუშაობენ და ეკონომიკურ დოვლათს ქმნიან“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მისი ინფორმაციით, პარლამენტში შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების 30% ქალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტის წევრების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელზეც ყურადღებას ჯერ კიდევ მე-12 საკუკუნეში ამახვილებდა რუსთაველი, პოლიტიკაში და, ზოგადად, წამყვან თანამდებობებზე უნდა გავრცელდეს კერძო თუ სახელმწიფო სექტორში.
სოფო კილაძემ, ასევე, ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებზეც.

„ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ქალთა მიმართ ძალადობა ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მისაღები. სახელმწიფომ აქტიურად უნდა იბრძოლოს ამის წინააღმდეგ. პარლამენტში შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ მომზადებული კანონპროექტი, სადაც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ რიგი ზომები იქნება გატარებული. პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობებს, პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

დეპუტატის თქმით, ქალებმა უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ძალადობის შემთხვევაში დასახმარებლად აუცილებლად სახელმწიფოს უნდა მიმართონ.

მისი მოსაზრებით, ეს არის თემა, რომელსაც მთელი საზოგადოების განვითარებაზე ექნება სერიოზული გავლენა.

„ოჯახებში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას აქვს ადგილი, იზრდებიან ბავშვები და უყურებენ ამ უსამართლობას მაშინ, როდესაც ბავშვები უნდა იზრდებოდნენ თანასწორობისა და ტოლერანტობის სულისკვეთებით. სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, შვედეთის, ფინეთის მაგალითზე ემპირიული კვლევებით დადასტურებულია, რომ იქ, სადაც ქალებზე არ ძალადობენ, იქ, სადაც ქალები პოლიტიკაში სრულფასოვნად მონაწილეობენ, საზოგადოება გაცილებით სწრაფად მიდის წინ და ქვეყანაში უფრო მეტი დოვლათი იქმნება“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ღონისძიებაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის პროგრამის უფროსმა ოფიცერმა თეონა ყუფუნიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა