ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანკი ტურუნენი და ეუთო-ს თანათავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი შეხვედრებზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს შეხვდებიან.
თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალში.

















