თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, დღეს
შუქი 10-დან 12:00 საათამდე გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს, ხოლო 10-დან 13:00 საათამდე მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, კიტა აბაშიძის, ჩუბინიშვილის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „სოლოლაკი“ სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 14:00 საათამდე ინგოროყვას, ლეონიძის, ბერიძის, უკრაინკას, იაშვილის, ჩიტაძის და მიმდებარე ქუჩებს და დაბა წყნეთს შეეზღუდება.
10-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელ ზურგოვანის, პეტრიწის და ბალანჩინის ქუჩებს შეეხება.
შუქი 10-დან 16:00 საათამდე ლაღიძის, თაბუკაშვილის და 9 აპრილის ქუჩებს, წერეთლის გამზირის და კედიას ქუჩას, ასევე, სოფელ ახალდაბას გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩებს, კაჭარავას, სარაჯიშვილის, ლაზოს და შუშის ქუჩებს, ვაზისუბნის III მიკრორაიონის ნაწილს, მთისძირის, ყარყარაშვილის და უშაკოვის ქუჩებს არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება 10-დან 18:00 საათამდე რესპუბლიკის მოედნის და რუსთაველის გამზირის ნაწილს, ვარკეთილის მასივის მე-10 კვარტლის, ვარკეთილის III, IV მიკრორაიონის, ლილოს დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის ნაწილს, შუამთის და კალოუბნის ქუჩებს, იუმაშევის ქუჩას შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ხეხილსანერგე მეურნეობის, გედევანიშვილის, მახათას, ხუდადოვის, ცაიშის, რეხის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, კონიაკის, ჯავის, მოლოკოვის, გვაზაურის, ღრმაღელეს, სუვოროვის, ხერთვისის, ლაითურის, წერონისის და მიმდებარე ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV კვარტლების და ლუბლიანას ქუჩას არ მიეწოდება.
ქვესადგურში „დიდუბე“ სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 11-დან 12 საათამდე წერეთლის გამზირის ნაწილს, აგლაძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, სამტრედიის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 11-დან 17 საათამდე მოსკოვის გამზირის ნაწილს, ქაიროს, ქინძმარაულის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















