logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ოპერის შენობის რეკონსტრუქცია კომპანია „ატუს“ 55 მლნ ლარი უჯდება
ოპერის შენობის რეკონსტრუქცია კომპანია „ატუს“ 55 მლნ ლარი უჯდება
17:00 18.07.2012

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია „ასოციაცია ატუს“ 55 მლნ ლარი უჯდება.


როგორც „ნიუსპრესს“ „ატუს“ გენერალურმა დირექტორმა კარლო ლეკვეიშვილმა განუცხადა, სარემონტო სამუშაოები კვლავ გრძელდება და პირველი ივნისის მონაცემებით 10 134 177 ლარია დახარჯული.
„ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თხოვნით, ოპერის რეაბილიტაცია 2009 წელს დავიწყეთ. ამ დროისთვის, უკვე 11 მილიონ ლარამდეა დახარჯული. მთლიანად სარემონტო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაობის სავარაუდო ღირებულება 55 მილიონ ლარს შეადგენს“ - აღნიშნა მან.
ლეკვეიშვილის ინფორმაციით, ოპერის შენობის რეაბილიტაციის გარდა, კომპანია მისი ადმინისტრაციისა და სახელოსნოებისთვის 8 ათას კვ.მ. ფართის ახალ შენობასაც აშენებს.
„იქ, სადაც ადრე ადმინისტრაცია იჯდა, მცირე დარბაზი იქნება“ - აღნიშნა ლეკვეიშვილმა და დასძინა, რომ ოპერის თეატრზე ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს.
„ატუს“ ხელმძღვანელის განმარტებითვე, ამ დრომდე მათთვის სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არავის მიუმართავს.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის არავის მოუმართავს“ - განაცხადა ლეკვეიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მათი ქვემოიჯარე კომპანიები „ბურჯი“ და „ელიტა ბურჯი“ დააყადაღეს, მათი ჩანაცვლების საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას.
ამასთან, ლეკვეიშვილის განმატრებით, „ატუ“ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს თხოვნის სააფუძველზე სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნული პროექტები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ გამოყოფილი გრანტებით ფინანსდება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ახორციელებდა, შეწყდება და შესაბამისად, რეაბილიტაციას სახელმწიფო დაასრულებს.
„მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი და ოპერა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიღმა იდგა, მაგრამ თუ ეს ასე არაა, ოპერისა და ბალეტის თეატრს საქართველოს მთავრობა გააკეთებს ისევე, როგორც ბათუმისა და ქუთაისის ოპერები გააკეთა“ - განაცხადა რურუამ.

მინისტრის თქმით, რეკონსტრუქცია 2013 წელს უნდა დასრულებულიყო და ეს ვადა არ შეიცვლება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა