მაშველები უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ.
უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვებისას
მოხდა. ერთ-ერთი მთამსვლელი აცხადებს, რომ 3 600 მეტრის სიმაღლეზე საშა ტარანიკს და დიმა ვოლოშინს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და სიმაღლიდან გადავარდნენ.
ამ წუთებში სამაშველო ჯგუფში მყოფი მთამსვლელები იგივე გზის გავლას ცდილობენ, სადაც შესაძლოა, დაკარგულები იყვნენ.
უშბის დასალაშქრად 4 უკრაინელი ალპინისტი 13 ივლისს გაემგზავრა.

















